საქართველოში აშშ-ის საელჩო - 14 აპრილს ათასობით ადამიანმა საბჭოთა რეჟიმს წინააღმდეგობა აჩვენა და ქართულს სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა
საქართველოში აშშ-ის საელჩო - 14 აპრილს ათასობით ადამიანმა საბჭოთა რეჟიმს წინააღმდეგობა აჩვენა და ქართულს სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს დედაენის დღეს ულოცავს.

„1978 წლის 14 აპრილს ათასობით ადამიანმა საბჭოთა რეჟიმს არნახული წინააღმდეგობა აჩვენა და ქართულს სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა. გილოცავთ დედა ენის დღეს!“, – აღნიშნულია „ფეისბუქზე“ აშშ-ის საელჩოს მისალოც ტექსტში.

საქართველოში დღეს დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში გამართულმა გრანდიოზულმა საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა და ხელი შეუშალა საბჭოთა ხელმძღვანელობას, საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ მუხლი გამქრალიყო.