საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა და უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა გმირთა მოედანი გვირგვინებით შეამკეს
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა და უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა გმირთა მოედანი გვირგვინებით შეამკეს

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა და უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მოედანი გვირგვინებით შეამკეს.

„27 წლის წინ ამ დღეს სოხუმი დაეცა. ამ მძიმე ტრაგედიის შედეგად ათასობით ადამიანმა სიცოცხლე დაკარგა და ასობით ათასი აიძულეს, რომ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ. ჩვენ ვიხსენებთ ამ დღეს დიდი სინანულითა და იმედით, რომელიც ამდენი იძულებით გადაადგილებული ადამიანის გულში რჩება“, – აღნიშნა ელჩმა.