საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 თებერვლის დღის მეორე ნახევრიდან 13 თებერვლამდე საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი. მათივე ცნობით, მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი, 12 თებერვალს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ზოგან ძლიერი. 11 თებერვალს ნავარაუდევია აღმოსავლეთის, ხოლო 12 თებერვალს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ზოგან ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.

გარემოს ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლებელია, ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონის მატება, მაღალმთიან ზონაში ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები გამოიწვიოს.