საქართველოში ამინდი დღის მეორე ნახევრიდან გაუმჯობესდება
საქართველოში ამინდი დღის მეორე ნახევრიდან გაუმჯობესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ძლიერი ქარი თბილისში დღეს, დღის მეორე ნახევრიდან ჩადგება, ხვალიდან კი ჰაერის ტემპერატურა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოიმატებს.

მომდევნო დღეებში სინოპტიკოსები როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. დღისით საშუალოდ 5-7 გრადუსს, ღამით კი ყინვის გაძლიერებას ელოდებიან.

სინოპტიკოსების ცნობით, მთაში ყინვა და თოვლი შენარჩუნდება.

„კვლავ გრძელდება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ამიტომ დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ მოსალოდნელია ნალექი. დროგამოშვებით კვლავ იქროლებს დასავლეთ მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარეც საღამოს საათებში დაიკლებს. 20 თებერვალს უკვე ნალექს აღარ ველოდებით. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს“, – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსმა, მაია ქააძემ.