საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 108 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 20 გამოჯანმრთელდა

10:24, 31.03.2020

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 108 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 20 ადამიანი.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 5114, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 263 მოქალაქე იმყოფება.

მსგავსი