საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 85 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 14 გამოჯანმრთელდა
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 85 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 14 გამოჯანმრთელდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 85 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 14 პაციენტი. ამასთან, კარანტინის რეჟიმში რჩება 4641 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.