საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 66 შემთხვევაა დადასტურებული

10:15, 24.03.2020

საქართველოში ახალი კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის ​66 დადასტურებული შემთხვევიდან რვა პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 3320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 235.

მსგავსი