საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 252 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 60 გამოჯანმრთელდა

10:43, 12.04.2020

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 252 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 252 დადასტურებული შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 60  მოქალაქე.

ამასთან, უცხოეთიდან საქართველოს სამკურნალოდ გადმოყვანილია სამი პაციენტი.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4929 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 405.

მსგავსი