საქართველოში ამ დროისთვის  კორონავირუსის 108 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 20 გამოჯანმრთელდა
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 108 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 20 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 108 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 20 ადამიანი.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 5114, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 263 მოქალაქე იმყოფება.