საქართველოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

ამასთან, გარდაცვლილი პაციენტი თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 589 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 221 პაციენტი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში 5260 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553.