საქართველოში ახალი კორონავირუსისგან 114 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან 114 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 431 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 114 პაციენტი, გუშინ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 111-ს შეადგენდა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ხუთი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5126 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 578.