საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ რვა შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ რვა შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ რვა ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, ამ დროისთვის საქართველოში ვირუსი 23 ადამიანს აქვს.

მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.

წინა მონაცემებით, დადასტურებული იყო კორონავირუსის 15 ფაქტი.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში – 126, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 46 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს – 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ამასთან, კორონავირუსის მომდევნო შემთხვევები იტალიიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს უკავშირდება.