საქართველოში ახალი დაცული ტერიტორია - პონტოს მუხის აღკვეთილი შეიქმნა
საქართველოში ახალი დაცული ტერიტორია - პონტოს მუხის აღკვეთილი შეიქმნა

საქართველოში კიდევ ერთი დაცული ტერიტორია – პონტოს მუხის აღკვეთილი შეიქმნა.

აღკვეთილი გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მისი ფართობი 443 ჰექტარია.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ეს არის ერთადერთი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც პონტოს მუხის კორომები შედარებით დიდ ფართობზეა გავრცელებული.

უწყება განმარტავს, რომ აღკვეთილის შექმნის მიზანია გადაშენების საფრთხის წინაშე არსებული, საქართველოს „წითელი ნუსხაში“ შეტანილი მცენარის, უნიკალური ტყისა და მისი ეკოსისტემის დაცვა და შენარჩუნება.

შესაბამისი კანონპროექტი გასულ წელს მომზადდა და პარლამენტმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა. მისი ავტორები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და WWF კავკასიის პროგრამული ოფისი.