საქართველოში ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
საქართველოში ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

საქართველოში ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.

კონფერენცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის, ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გაიხსნა.

ორდღიანი ღონისძიების მიზანია, ადვოკატთა პროფესიული გაერთიანებების დაკავშირება და სამუშაო სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევების შესახებ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციაზე განსახილველ თემებს შორის იქნება, არალიცენზირებული საადვოკატო საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის გზები, პროფესიაში შესვლის სტანდარტების დახვეწა და ადვოკატების როლი საპროცესო შეთანხმების პროცესში.

„ეს არის კონფერენცია, რომელსაც ჩვენ ევროპის საბჭო მხარს ვუჭერთ. მართლაც მუდმივად უმჯობესდება საქართველოს ადვოკატების პრაქტიკა. კონფერენცია მნიშვნელოვანია პირველ რიგში, რადგან პროფესიულ ამაღლებას უწყობს ხელს”, – განაცხადა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემა.