საქართველოში 9 თებერვალს სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ
საქართველოში 9 თებერვალს სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 თებერვალს საქართველოს უმეტეს რეგიონში იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს.

მათი ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +8, +13 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ხვალ შედარებით ცივი, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსამდე დაიკლებს.

10-11 თებერვალს შედარებით გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.