საქართველოში 6–7 დეკემბერს, ღამის საათებში, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს

13:51, 04.12.2019

საქართველოში 6-7 დეკემბერს, ღამის საათებში, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლებაა მოსალოდნელი.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ამასთან, სააგენტოში მიუთითებენ, რომ დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელმა ყინვამ (-2, -5 გრადუსამდე) შესაძლებელია ციტრუსების ერთწლიანი ნაზარდები და დაუკრეფავი ნაყოფი დააზიანოს.

მსგავსი