საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 08:07 საათზე დაფიქსირდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ამბროლაურის დასავლეთით შვიდ კილომეტრში, სოფელ ხონჭიორში იყო.

მიწისძვრის სიმძლავრემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა.