საქართველოში 4.2 და 3.0 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა 

09:41, 08.09.2026

საქართველოში დაახლოებით ერთი საათის შუალედით ორი მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი ბიძგები თბილისის დროით 08:52 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ახალქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით 20 კილომეტრში, სოფელ ბეჟანოში იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4.2 მაგნიტუდა შეადგინა.

კიდევ ერთი მიწისძვრა 09:09 საათზე მოხდა.

ამჯერად ეპიცენტრი იყო ქალაქ ახალქალაქის ჩრდილოეთით 18 კილომეტრში, სოფელ ალათუმანთან. სიმძლავრემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.

მსგავსი