საქართველოში 3-დან 6 მაისის ჩათვლით ქვევრის ღვინის მეორე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება
საქართველოში 3-დან 6 მაისის ჩათვლით ქვევრის ღვინის მეორე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

3-დან 6 მაისის ჩათვლით საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება. კონკურსის მიზანი მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება და ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელშეწყობაა.

საერთაშორისო კონკურსი ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ინიციატივით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის ღვინის მწარმოებლებს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან.

კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი, ან მეღვინეთა გაერთიანება. კომპანიამ თუ კერძო პირმა ნიმუშები შემდეგი სახით უნდა წარადგინოს:

ღვინო უნდა იყოს დაყენებული ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიის წესების დაცვით

ღვინო უნდა იყოს გასაყიდად ბოთლში ჩამოსხმული

წარდგენილი ღვინის მინიმალური რაოდენობა არ უნდა იყოს 400 ბოთლზე ნაკლები

ბოთლის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: მწარმოებელი კომპანიის სრული დასახელება, ღვინის დასახელება, ჩამოსხმის წელი, ყურძნის ჯიში, რეგიონი/ქვეყანა და მოცულობა.

წარდგენილი უნდა იყოს ერთი დასახელების ღვინის 3 ნიმუში (ბოთლი= 0.75ლ).

ნიმუშების წარდგენის ბოლო ვადაა 25 აპრილი. ორგანიზატორების ინფორმაციით, საკონკურსო ნიმუშებს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური გასინჯავს.