საქართველოში 25-26 მაისს ამინდი გაუარესდება

17:30, 24.05.2021

25 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში, კახეთის რეგიონში 27 მაისის დღის მეორე ნახევრამდე,  მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით.

აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში იქნება ზოგან ძლიერი წვიმა, ასევე შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

მსგავსი