საქართველოში 2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურად არ გამოცხადდება, მეთორმეტეკლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები - 15 ივნისს
საქართველოში 2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურად არ გამოცხადდება, მეთორმეტეკლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები - 15 ივნისს

საქართველოში აკადემიურ წლად 2019-2020 სასწავლო წელი არ გამოცხადდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინრეჟიმში, ნორმალურად ჩატარდა.

„მეთორმეტეკლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები კი, 15 ივნისს. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და მათი თარიღი გამოცხადდება, როგორც ყოველთვის, ივნისის თვეში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.