საქართველოში 20 აპრილიდან ამინდი გაუარესდება

17:13, 19.04.2021

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 20 აპრილიდან ამინდი გაუარესდება.

„20 აპრილს, დღის მეორე ნახევრიდან 23 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, გამოიწვიოს წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება​“, – აღნიშნავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

მსგავსი