საქართველოში 2-3 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა და ქარი

09:50, 02.02.2019

საქართველოს მაღალმთიან ზონაში 2-3 თებერვალს მოსალოდნელია ქარბუქი, ნისლი და თოვლი, ზოგან ძლიერი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ზღვაზე შესაძლებელია 2-3-ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მსგავსი