საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, 2400-ზე მეტი ადამიანია გაუჩინარებული
საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, 2400-ზე მეტი ადამიანია გაუჩინარებული

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას, სახელწოდებით  „არ დამივიწყო“ გამართავს.

ფოტო-გამოფენა ასახავს, თუ რა კეთდება უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიებისა და მათი ოჯახების თანადგომისათვის, რა სირთულეებს აწყდებიან ისინი ყოველდღიურად და რა შედეგები მოაქვს მათთვის ახლობელი ადამიანის გაუჩინარებას.
გამოფენა მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურულ ცენტრში „მუზა“ 30 აგვისტოს გაიხსნება და 2 სექტემბრის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი.
საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, 2400-ზე მეტი ადამიანია გაუჩინარებული, რომელთა ოჯახები დღემდე გაურკვევლობაში იმყოფებიან.

ყოველწლიურად, ამ დღეს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახები მთელი საქართველოდან იკრიბებიან, რათა კიდევ ერთხელ გაიხსენონ  საყვარელი ადამიანები, გაუზიარონ ემოციები ერთმანეთს და ფართო საზოგადოებას.