საქართველოში 18 ნოემბრიდან გამოიდარებს
საქართველოში 18 ნოემბრიდან გამოიდარებს

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 17 ნოემბერს მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, მაღალმთიან ზონაში კი ძლიერი თოვა და ქარბუქი. ამის შესახებ 1tv.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, 17 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 9-14 გრადუსი იქნება, ხოლო დასავლეთ საქართველოში – 10-15 გრადუსს ვარაუდობენ. თბილისში ხვალ 12 გრადუსია მოსალოდნელი, ამასთან, სინოპტიკოსები დედაქალაქში ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარს ელოდებიან.

18 ნოემბრიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს, შეწყდება წვიმა, თუმცა ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად არ შეიცვლება.

როგორც 1Tv.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა განუცხადა, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია 10-15 გრადუსი ტემპერატურა, ხოლო აღმოსავლეთში – 9-14 გრადუსი.