საქართველოში 13-14 თებერვალს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 15 თებერვლიდან დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი
საქართველოში 13-14 თებერვალს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 15 თებერვლიდან დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13-14 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +20, +25 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 15 თებერვლიდან დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, შესაბამისად, ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.

„თბილისში 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 15 თებერვალს კი მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 13-14 თებერვალს დღისით +20, +22, ხოლო 15 თებერვალს +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს გაწვიმდება, მოსალოდნელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს გაწვიმდება, ზოგან ელჭექით, ტემპერატურაც დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს გაწვიმდება, ზოგან ელჭექით, ტემპერატურაც დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს გაწვიმდება, ტემპერატურაც დაიკლებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს ზოგან გაწვიმდება, ტემპერატურაც დაიკლებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 13-14 თებერვალს დღის საათებში +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება. 15 თებერვალს კი ზოგან, შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს ზოგან გაწვიმდება, ტემპერატურაც დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 13-14 თებერვალს შედარებით თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს ზოგან მოთოვს, ტემპერატურაც დაიკლებს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.