საქართველოში 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება გაიხსნება
საქართველოში 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება გაიხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება გაიხსნება.

„დღეს ჩვენ შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ 11 მაისიდან, ორშაბათიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო წარმოებაზე, ახლა საუბარია ყველა სახის წარმოებაზე“, – აღნიშნა გახარიამ.

შეგახსენებთ, ასევე 11 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის საცალო, საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით არ ვაჭრობს.