საქართველოში 11 აგვისტოს დღის ბოლოდან 13 აგვისტოს დილამდე წვიმაა მოსალოდნელი
საქართველოში 11 აგვისტოს დღის ბოლოდან 13 აგვისტოს დილამდე წვიმაა მოსალოდნელი

11 აგვისტოს დღის ბოლოდან 13 აგვისტოს დილამდე, მაღალი ტემპერატურის ფონზე, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს, უპირატესად დასავლეთ, რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და სეტყვა. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია, გამოიწვიოს საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.