საქართველოში 11-12 აპრილს ამინდი გაუარესდება
საქართველოში 11-12 აპრილს ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-12 აპრილს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 13 აპრილიდან საქართველოში გამოიდარებს და შედარებით დათბება.

„თბილისში უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

დატოვე კომენტარი