საქართველოში ლიეტუვას ელჩი – ნამდვილი მეგობრები ერთმანეთის გვერდით დგანან, ლიეტუვა არის ქვეყანა, რომელსაც საქართველო ყოველთვის შეიძლება დაეყრდნოს
ნამდვილი მეგობრები ერთმანეთის გვერდით დგანან! – ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოში ლიეტუვას საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დამოუკიდებლობის 100 წლისთავი საქართველოს მოქალაქეებს.
„ღირსებისა და პატივის დღე საქართველოში – დამოუკიდებლობის 100 წლისთავი. ნამდვილი მეგობრები ერთმანეთის გვერდით დგანან. ლიეტუვა ის ქვეყანაა, რომელსაც საქართველო ყოველთვის შეიძლება დაეყრდნოს“, – წერს ლიეტუვას საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი სოციალურ ქსელ Twitter-ში.
ელჩის მილოცვას ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროც შეუერთდა.
2day it is our honor & pleasure 2 celebrate milestone #Georgia100 w/ the people of #Sakartvelo. True friends always stand together and #Lietuva is a friend you can always rely on. გილოცავ საქართველო!🇱🇹🇬🇪 pic.twitter.com/2aEr1KKP7R
— Giedrius Puodziunas (@Puodziunas_G) May 26, 2018