საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვრის გახსნის მოთხოვნით, სარფში აქცია იმართება
საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვრის გახსნის მოთხოვნით, სარფში აქცია იმართება

საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვრის გახსნის მოთხოვნით, სარფში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ორ ქვეყანას შორის საზღვრის გახსნას ის მოქალაქეები მოითხოვენ, რომლებიც ყოველდღიურად ან სეზონურად იყვნენ დასაქმებული თურქეთში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ ყოველდღიურად და სეზონურად დასაქმებული პირებისთვის კომპენსაცია 300 ლარის ოდენობით გაიცემა, თუმცა აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს თანხა საკმარისი არ არის.

საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა პანდემიის გამო 2020 წლის 15 მარტს შეჩერდა.