საქართველოსა და შვეიცარიას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო
საქართველოსა და შვეიცარიას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო

საქართველოსა და შვეიცარიას შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო.

ცოტა ხნის წინ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან შვეიცარიის ქალაქ ბაზელის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა. აქამდე შვეიცარიასა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ სრულდებოდა.

პირველი რეისის, როგორც ჩამომფრენ ისე წასვლელ  მგზავრებს, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები – ქართული ღვინო და შოკოლადები დაურიგდათ.

10 სექტემბრიდან, ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ეტაპობრივად, შვიდი ახალი მიმართულებით – ბაზელში, ბრიუსელში, კოპენჰაგენში, ეინდჰოვენში, ბარისა და პოზნანში დაიწყო პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელება.

ამ დრომდე საქართველოდან შვეიცარიაში, ესტონეთსა და დანიის სამეფოში პირდაპირ საჰაერო მიმოსვლა არ სრულდებოდა.