საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი გაფორმდა
საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი გაფორმდა

თბილისში საქართველო-სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.

აღნიშნული კომისიის ფარგლებში, ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით ბიზნესფორუმი ჩატარდა, რომლის დროსაც საქართველოს და სერბეთის ბიზნეს წრეებს შორის პირისპირ შეხვედრები გაიმართა.

კომისიის სხდომაზე საქართველოს მხარეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა, ხოლო სერბეთის დელეგაციას – საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ნემანია სტევანოვიჩი.

კომისიის სხდომის დასრულებისას ერთობლივ პროტოკოლს მოეწერა ხელი, რომელშიც აისახა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.

მსგავსი სხდომა ქვეყნებს შორის პირველად ჩატარდა. რაც შეეხება საქართველოსა და სერბეთის ბიზნესფორუმს, ის რიგით მეორეა. პირველი ბიზნესფორუმი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სერბეთში ვიზიტისას გაიმართა, რომლის დროსაც ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და „სერბეთის განვითარების სააგენტოს“ შორის.