საქართველოსა და პოლონეთს შორის სტრატეგიული რეზერვების სფეროში თანამშრომლობის შესახებ პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა

11:09, 18.03.2022

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსა და პოლონეთის რესპუბლიკის სამთავრობო სტრატეგიული რეზერვების სააგენტოს შორის სპეციალური შეთანხმება გაფორმდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხელშეკრულება მიზნად ისახავს მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას.

შეთანხმებას ხელი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა და პოლონეთის რესპუბლიკის სამთავრობო სტრატეგიული რეზერვების სახელწიფო სააგენტოს პრეზიდენტმა – მიხალ კუჩმიეროვსკიმ მოაწერეს.

მსგავსი