საქართველოსა და ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა
საქართველოსა და ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

საქართველოსა და ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროში დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჟილვინას ტომკუსმა.

უწყების ცნობით, თანამშრომლობის გეგმა ითვალისწინებს ორმხრივ ვიზიტებს, კონსულტაციებს, სამხედრო მოსამსახურეების საერთაშორისო სწავლებებსა და კურსებში ერთობლივ მონაწილეობასა და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობას.

„საქართველოსა და ლიეტუვის თავდაცვის უწყებები ასევე გააგრძელებენ თანამშრომლობას კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

ამასთან, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის კონფერენციას დაესწრო და პანელზე მომხსენებლად წარსდგა. ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისა და ევროკავშირის ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში მათი ჩართულობის საკითხებს ეძღვნებოდა“, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.