საქართველოსა და გერმანიის რკინიგზებმა მულტიმოდალური გადაზიდვების ერთობლივი პროექტი წარადგინეს
საქართველოსა და გერმანიის რკინიგზებმა მულტიმოდალური გადაზიდვების ერთობლივი პროექტი წარადგინეს

შანხაის ყველაზე დიდ სატრანსპორტო ლოჯისტიკურ გამოფენაზე (Transport Logistic China 2018) საქართველოს რკინიგზამ და გერმანიის რკინიგზამ ერთობლივი პროექტი წარადგინეს, რაც გერმანიიდან ახლო აღმოსავლეთისა და ჩინეთის მიმართულებით მულტიმოდალური სატვირთო გადაზიდვების მომსახურებას გულისხმობს.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის მარშრუტი სათავეს დუისბურგში იღებს, რუმინეთიდან საკონტეინერო გემით საქართველოს პორტებისკენ გრძელდება, შემდეგ კი საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით ჩინეთის ან ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით იშლება.

დატოვე კომენტარი