საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„მაშინ, როცა საქართველო და გერმანია დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს აღნიშნავს, დღეს გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტ შტაინმაიერთან უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ვისაუბრე და მადლობა გადავუხადე მას იმ როლისთვის, რასაც გერმანია საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებულ ინტეგრაციის პროცესში თამაშობს.
პრეზიდენტ შტაინმაიერთან ახლო მომავალში შეხვედრაზე შევთანხმდით“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
As Georgia and Germany celebrate 30 years of diplomatic relations, I talked with Pres. Steinmeier this morning
We talked about the war in Ukraine and I thanked him for Germany’s role in Georgia’s accelerated European integration
We agreed to meet in the near future
🇬🇪🇪🇺🇩🇪
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) April 12, 2022