საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა ბაქოში დაათვალიერეს მიწის ნაკვეთი, სადაც საქართველოს საელჩოს შენობა აშენდება
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობა აშენდება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, 3 450 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ბაქოს ცენტრალურ უბანში, საქართველოს საელჩოს შენობისთვის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გადაეცა.
„ტერიტორია საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვსა და მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობის მშენებლობა ახლო მომავალში დაიწყება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.