საქართველოსა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრებმა B, C ჰეპატიტსა და COVID-19-ზე სეროპრევალენტობის მასშტაბური კვლევის დაწყება გამოაცხადეს
საქართველოსა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრებმა B, C ჰეპატიტსა და COVID-19-ზე სეროპრევალენტობის მასშტაბური კვლევის დაწყება გამოაცხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მტკიცე პარტნიორობა აკავშირებთ მრავალ სექტორში, მათ შორისაა ჯანდაცვის სფეროც.
გუშინ საქართველოსა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრებმა B, C ჰეპატიტსა და COVID-19-ზე სეროპრევალენტობის მასშტაბური კვლევის დაწყება გამოაცხადეს. აღნიშნული კვლევა შეაფასებს C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის პროგრესს, ბ ჰეპატიტის იმუნიზაციით დადგენილი სამიზნეების მიღწევასა და SARS-CoV-2-ის გავრცელებას. აღნიშნული კვლევა, ასევე, დაეხმარება ჯანდაცვის პროფესიონალებს, განსაზღვრონ საქართველოში ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობა. საქართველოში ვირუსული ჰეპატიტის აღმოსაფხვრელად ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, – აცხადებენ საელჩოში.