საქართველოს ზოგიერთ რაიონში 3-5 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
საქართველოს ზოგიერთ რაიონში 3-5 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3-5 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 3-5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +16, +21 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 6 ნოემბრიდან საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა 4-5 გრადუსით დაიკლებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მოსალოდნელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 3-5 ნოემბერს +18, +20, ხოლო 6 ნოემბერს +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.