საქართველოს ზოგიერთ რაიონში 27 მარტამდე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
საქართველოს ზოგიერთ რაიონში 27 მარტამდე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 მარტამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 26 მარტს 3-5 გრადუსით მოიმატებს.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დედაქალაქში დღის საათებში ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.