საქართველოს ზეთისხილის მწარმოებელთა ასოციაცია - ზეთისხილის სექტორში ინვესტირებით რამდენიმე ევროპული ფონდია დაინტერესებული
საქართველოს ზეთისხილის მწარმოებელთა ასოციაცია - ზეთისხილის სექტორში ინვესტირებით რამდენიმე ევროპული ფონდია დაინტერესებული

ზეთისხილის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოში 43 ქვეყნის ზეთისხილის უმსხვილესი მწარმოებლები იმყოფებიან. საქართველოს ზეთისხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ზეთისხილის ბიზნესის მთავარი მოთამაშეები ქართული მხარისგან საინვესტიციო პოტენციალზე და შესაძლებლობებზე დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.

„ჩამოსული არიან ფონდები ბრიტანეთიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან ასევე კერძო ინვესტორები, რომლებსაც აქვთ სურვილი განახორციელონ ინვესტიციები. ისინი საქართველოს ხედავენ როგორც მესამე ჰაბს, როგორც პოტენციურ საინვესტიციო ქვეყანას და ვფიქრობ, ამ ასამბლეით შევძლებთ ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ. საქართველო ზეთისხილის წარმოებისა და შემდგომი ექსპორტის კუთხით დიდი პოტენციალი აქვს. შესაბამისად, საქართველოსთვის მსგავსი შეხვედრის მასპინძლის სტატუსი ორმაგად მნიშვნელოვანი ხდება. სესიაზე მხარეები ფინანსურ, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და გარემო-პირობებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ, რათა მიღებული იყოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ხელს შეუწყობს ორგანიზაციას მთავარი მიზნების მიღწევაში – პოპულარიზაცია, კომერციული საქმიანობა და ზეთისხილის პროდუქტების მოხმარება“, – აცხადებს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი გიორგი სვანიძე.

საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 2019 წლიდან შეუერთდა, ხოლო 2020 წლიდან წლის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაც გახდა.