თსუ-ს პროფესორების მონაწილეობით საჯარო სკოლებში ერთდროული ონლაინ გაკვეთილები ჩატარდება
თსუ-ს პროფესორების მონაწილეობით საჯარო სკოლებში ერთდროული ონლაინ გაკვეთილები ჩატარდება

სექტემბრიდან საჯარო სკოლებში პროექტი „ევრიკა“ დაიწყება, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ონლაინ რეჟიმში საქართველოს 2085-ვე საჯარო სკოლაში მოხდება ერთდროული გაკვეთილის ჩატარება სხვადასხვა დარგში, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში ფიქრისადმი სიყვარულის გაღვივება იქნება.

„პროექტში ჩართული იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისი ინტელექტუალური პოტენციალით, თავისი პროფესორებითა და მეცნიერებით. პროექტის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენს მოსწავლეებში გავაღვივოთ ინტელექტუალური შრომისადმი, მეცნიერებისადმი ინტერესი და ამას საუკეთესოდ განახორციელებენ უნივერსიტეტის პროფესირები. ონლაინ რეჟიმში 2085-ვე საჯარო სკოლაში მოხდება ერთდროული გაკვეთილის ჩატარება სხვადასხვა დარგში. სწორედ სახელმწიფო უნივერსიტეტის და სხვა უნივერსიტეტების პროფესორები იქნებიან მთვარი მამიძრავებელი ძალა, რომელიც ამ პროექტს განახორციელებენ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.