საქართველოს ყოფილ სახელმწიფო დროშასა და ყოფილ სახელმწიფო გერბს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს ყოფილ სახელმწიფო დროშასა და ყოფილ სახელმწიფო გერბს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს ყოფილ სახელმწიფო დროშასა და ყოფილ სახელმწიფო გერბს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიმართვის და ეროვნული არქივის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას ჰერადლკის სახელმწიფო საბჭო ავრცელებს.

სამფეროვანი დროშა (1918-1921, 1990-2004), საქართველოს პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ 1918 წელს სახელმწიფო სიმბოლოდ გამოაცხადა. 1921 წელს ბოლშევიკების მიერ საქართველოს ანექსიის შედეგად, საქართველოს რევკომმა გააუქმა და ის მხოლოდ 1990 წლის 14 ნოემბერს აღადგინეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

ძველი დროშა ხუთჯვრიანი დროშით, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, 2004 წლის 14 იანვრიდან შეიცვალა.

დატოვე კომენტარი