საქართველოს ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია

22:25, 13.08.2026

ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ულან ნიაზბეკოვი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყირგიზ კოლეგას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა.

ულან ნიაზბეკოვი საქართველოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

მსგავსი