საქართველოს ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ეწვია
საქართველოს ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ეწვია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალიხან სმაილოვი ეწვია.

მთავრობის ადმინისტრაციაში ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრა.

12:30 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ალიხან სმაილოვი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.