საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა პოლონეთი 22:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენმა გუნდმა ხორვატიაში გასამართი ევროპირველობაზე თამაშის უფლება შესარჩევ ეტაპზე პოლონეთის ძლევის შემდეგ მოიპოვა. ქართველებმა სლავებთან ფავორიტის სტატუსი გაამართლეს და 22:1 მოიგეს.

მატჩის მსვლელობაზე საწერი ბევრი არაფერია. მთავარია, რომ საქართველოს ნაკრებმა მიზანს შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მიაღწია. დეიან სტანოიევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ ტურში ბელარუსი დაამარცხა, მეორეში – პოლონეთი. ასევე ორი მატჩი მოიგო სლოვაკეთმა და სწორედ საქართველომა და სლოვაკეთმა გაინაღდეს ევროპის ჩემპიონატის საგზური.

ბოლო ტურში, 20 თებერვალს, თბილისის დროით 12 საათზე ერთმანეთს სწორედ საქართველსა და სლოვაკეთის ნაკრებები ითამაშებენ, ჯგუფში პირველ ადგილს ამ მატჩში გამარჯვებული მოიპოვებს.


საქართველო – პოლონეთი 22:1


8:0, 7:1, 2:0, 5:20

საქართველო: რაზმაძე, ჯახაია (2 გოლი), დადვანი (3), ქავთარაძე (1), იმნაიშვილი (3), მაგრაქველიძე (1)შუშიაშვილი (3), ბითაძე (1), ადეიშვილი (1), ვაპენსკი (2)ვასიჩი (2)სარიჩი (3), შუბლაძე.