საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ბელარუსთან გამარჯვებით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამ საკვალიფიკაციო მატჩს თბილისში გამართავს. პირველ შეხვედრაში ქართველები ბელარუსს დაუპირისპირდნენ და ფავორიტის სტატუსი გაამართლეს – 25:5 გაიმარჯვეს.

დეიან სტანოიევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ბელარუსებთან პირველივე პერიოდში მოიპოვა გადამწყვეტი უპირატესობა – 7:1 დაწინაურდა. ამავე ანგარიშით მოიგო მეორე პერიოდი, შესაბამისად გამარჯვებულის ბედი პირველივე ნახევარში გადაწყდა.

19 თებერვალს ქართველების მეტოქე პოლონეთი იქნება, ხოლო 20-ში – სლოვაკეთი. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას პირველ და მეორე ადგილზე გასული ნაკრებები მოიპოვებენ. პირველ ტურში საქართველოს მსგავსად დიდი სხვაობით მოიგო სლოვაკეთმა, რომელმაც პოლონეთს 25:6 სძლია.


საქართველო – ბელარუსი 25:5


7:1, 7:1, 5:1, 6:2

საქართველო: რაზმაძე, ჯახაია (1 გოლი), დადვანი (1), ქავთარაძე, იმნაიშვილი, მაგრაქველიძე (2), შუშიაშვილი (6), ბითაძე (2), ადეიშვილი, ვაპენსკი (4), ვასიჩი (2), სარიჩი (2), ელაჩა (3), ბარალდი (2), შუბლაძე.

2022 წლის ვეროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 27 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ხორვატიაში გაიმართება. ქალაქ სპლიტში ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში 16 გუნდი ჩაერთვება, რვა მათგანის ვინაობა დიდი ხანია ცნობილია. ესენი არიან ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე პირველ რვა ადგილზე გასული ნაკრებები: უნგრეთი, ესპანეთი, მონტენეგრო, ხორვატია, სერბეთი, იტალია, საბერძნეთი და რუსეთი.

მატჩების განრიგი

19 თებერვალი

17:00 ბელორუსი-სლოვაკეთი

19:00 საქართველო-პოლონეთი

20 თებერვალი

10:00 პოლონეთი-ბელორუსი

12:00 საქართველო-სლოვაკეთი ​

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას გულშემატკივარი ტელესკოლაზე იხილავს.

სპორტკომპლექს „ოლიმპიკში“ მატჩებზე დასწრება თავისუფალია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა გასულ ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ბუდაპეშტში გაიმართა, ისტორიული შედეგი დააფიქსირდა და კონტინენტის ათ საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა.