საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მესამე მატჩიც მოიგო #1TVSPORT

18:16, 11.06.2025

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ისრაელთან მატჩით დაასრულა. ჩვენმა გუნდმა მესამე შეხვედრაც დამაჯერებლად მოიგო, ამჯერად – 19:9.

ისრაელთან მატჩის ბომბარდირი შუშიაშვილი გახდა – 4 გოლი. სამ-სამი გოლი ჰქონდათ დადვანს, ვაშიჩსა და სარიჩს.

შეგახსენებთ რომ საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ბულგარეთი 41:10 დაამარცხა, მეორეში – შვეიცარია, 29:5.

შესარჩევი ეტაპის C ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს საქართველომ (3 მოგება) და ისრაელმა (2 გამარჯვება).

მსგავსი