საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია 10,2 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია 10,2 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2017 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით -21.5 მლრდ აშშ დოლარი (-53.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს (ბოლო ოთხი კვარტალის) -144.4 პროცენტია.

აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 10.2 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.
2017 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 9.0 მლრდ აშშ დოლარია (22.3 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 478.6 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 30.5 მლრდ აშშ დოლარი (75.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 467.3 მლნ აშშ დოლარით მეტია.